მთავარითემები „ღ“ღმერთი ითმენს

ღმერთი ითმენს

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ნეემია 9:30
    მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
  2. მარკოზის 9:19
    მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ.
  3. რომაელთა 9:22
    მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
  4. ებრაელთა 12:2
    და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
  5. გამოცხადება 3:10
    რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.

← ყველა თემა „ღ“-ზე