მთავარითემები „ღ“ღმერთი იძლევა თავის სულს

ღმერთი იძლევა თავის სულს

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 3:34
    რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
  2. იოანეს 4:14
    ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.
  3. საქმეები 15:8
    გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
  4. საქმეები 11:17
    თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?
  5. რომაელთა 5:5
    ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
  6. 1 კორინთელტა 2:12
    ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
  7. გალატელთა 3:5
    ვინც სული მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?
  8. ლუკას 11:13
    ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.
  9. საქმეები 2:38
    ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
  10. 1 თესალონიკელთა 4:8
    ამიტომ უგულებელმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ – ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.
  11. 2 კორინთელთა 1:22
    რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.
  12. 2 კორინთელთა 5:5
    სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.
  13. საქმეები 5:32
    ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ.

← ყველა თემა „ღ“-ზე