მთავარითემები „ღ“ღმერთი იძლევა მონანიებას

ღმერთი იძლევა მონანიებას

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 5:31
    იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.
  2. საქმეები 11:18
    ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ – აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.
  3. 2 ტიმოთე 2:25
    სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
  4. რომაელთა 2:4
    თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
  5. 2 პეტრე 3:9
    არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

← ყველა თემა „ღ“-ზე