მთავარითემები „ღ“ღმერთი გაიხსენებს ცოდვას

ღმერთი გაიხსენებს ცოდვას

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ოსია 7:2
    არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.
  2. იერემია 14:10
    ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს.
  3. ოსია 8:13
    ჩემთვის მსხვერპლის შემოსაწირად საკლავი მოყავთ და ჭამენ მას, თუმცა, არ ღებულობს მათ უფალი. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეს დაუბრუნდებიან ისინი.
  4. ოსია 9:9
    ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
  5. 3 მეფეთა 17:18
    უთხრა ქალმა ელიას: „რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?
  6. გამოცხადება 16:19
    სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
  7. გამოცხადება 18:5
    ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.

← ყველა თემა „ღ“-ზე