ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ერთია
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.
- მარკოზის 12:29
იესომ მიუგო: „უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.
- იობი 23:13
თუ გადაწყვიტა, ვინ შეაცვლევინებს აზრს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს;
- მარკოზის 12:32
უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი, ვინაიდან ღმერთი ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
- რომაელთა 3:30
ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ – რწმენით.
- გალატელთა 3:20
ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
- 1 ტიმოთეს 2:5
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,
- ზაქარია 14:9
უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.
- 1 კორინთელთა 8:4
ამგვარად, კერპთშენაწირების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.
- იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
- ეფესელთა 4:6
ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
- 1 კორინთელთა 8:6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.
- 1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.