მთავარითემები „ღ“ღმერთი ამჟღავნებს საიდუმლოებებს

ღმერთი ამჟღავნებს საიდუმლოებებს

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დანიელი 2:28
    მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:
  2. დანიელი 2:47
    მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება.
  3. დანიელი 2:19
    მაშინ გაეხსნა საიდუმლო დანიელს ღამეულ ხილვაში და აკურთხა დანიელმა ზეციური ღმერთი.
  4. იობი 12:22
    წყვდიადიდან ამჟღავნებს საიდუმლოებებს და ნათელს ჰფენს უკუნეთის სიღრმეებს;
  5. დანიელი 2:22
    აცხადებს ღრმას და დაფარულს, იცის თუ რა არის ბნელში და სინათლე მკვიდრობს მასთან.
  6. იერემია 33:3
    მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ.
  7. დანიელი 2:29
    ფიქრობდი, მეფევ, შენს საწოლზე მწოლარე, რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამმჟღავნებელმა გაუწყა, რაც იქნება.
  8. დანიელი 2:23
    გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე
  9. დანიელი 2:30
    მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
  10. ეფესელთა 6:19
    ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა – ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
  11. ეფესელთა 1:19
    და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,
  12. კოლასელთა 1:27
    რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,
  13. მარკოზის 4:11
    მან უთხრა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
  14. ლუკას 8:10
    მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
  15. კოლასელთა 1:26
    ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,
  16. ეფესელთა 3:5
    რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.
  17. ეფესელთა 3:3
    რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ.

← ყველა თემა „ღ“-ზე