მთავარითემები „ღ“ღია კარები

ღია კარები

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 3:7-8
    ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
  2. ესაია 22:22
    მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
  3. 1 კორინთელთა 16:9
    ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
  4. 2 კორინთელთა 2:12
    ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
  5. ესაია 45:1
    ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს „მე მიპყრია შენი მარჯვენა, რათა ერები დაგემორჩილონ, მე შევხსნი სარტყელთ მეფეთა წელს, რათა გავხსნა კარები შენ წინაშე და კარიბჭენი არ დაიკეტოს.

← ყველა თემა „ღ“-ზე