ბიბლიის მუხლები თემაზე
გახსნილი ცა
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
- ესაია 45:8
მოაფრქვიეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე აწვეთონ, გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს, ხსნა და სამართლიანობა ერთად აღმოცენდეს; მე, უფალი, ვქმნი ამას.
- დაბადება 7:11
ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.
- ეზეკიელი 1:1
და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.
- გამოცხადება 4:1
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: „აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.
- მათეს 3:16
მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
- ლუკას 3:21
როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
- იოანეს 1:51
უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!
- საქმეები 7:56
თქვა: „აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.
- საქმეები 10:11
დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.
- მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით - ამბობს ცაბაოთ უფალი - თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.