მთავარითემები „გ“გაუაზრებლობა

გაუაზრებლობა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 29:13
    და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ ეს ხალხი მხოლოდ სიტყვებით მიახლოვდება და მხოლოდ ბაგეთა მსახურებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან და მათი მოშიშება ჩემდამი გაზეპირებულ წესებად იქცა.
  2. მათეს 15:8
    ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
  3. მარკოზის 7:6
    ხოლო მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
  4. იერემია 12:2
    შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი - ძალიან შორს.
  5. ეზეკიელი 33:31
    ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.
  6. იერემია 9:8
    მომსვრელი ისარია მათი ენა, მზაკვრულად ლაპარაკობენ, პირით მშვიდობას უსურვებენ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.
  7. მათეს 6:7
    ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
  8. ოსია 7:14
    გულიდან არ შემომღაღადებენ, როცა კვნესიან თავიანთ საწოლებზე; ხორბლისა და ღვინის გამო იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
  9. ლუკას 24:11
    მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ დაიჯერეს.
  10. 1 ტიმოთეს 6:20
    ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,
  11. 2 ტიმოთეს 2:16
    მოერიდე ბილწ და ფუჭ მოლაყბეებს, რომლებიც სულ უფრო მიიწევენ უღმერთობისკენ.
  12. იგავნი 23:7
    რადგან როგორც გულში ფიქრობს, ისეთია იგი: ჭამე და სვიო გეტყვის, მისი გული კი შენთან არ იქნება.

← ყველა თემა „გ“-ზე