ბიბლიის მუხლები თემაზე
გარყვნილება
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 13:13
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,
- იუდა 1:4
ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთნი, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.
- ეზეკიელი 16:27
აჰა, გამოვიწოდე ხელი და შეგიმცირე შენთვის გამზადებული მიწა. შენს მოძულეებს გადაგეცი, ფილისტიმელ ასულებს, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა.
- ეზეკიელი 22:11
ზოგი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, ზოგი თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და ზოგიც - თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს.
- ეზეკიელი 23:21
ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს!
- იერემია 13:27
შენი მრუშობა და ავხორცი ჭიხვინი, შენი სიძვის უხამსობა. მაღლობებსა და ველებზე გამოჩნდა შენი სისაძაგლე; ვაი შენ, იერუსალიმო, როდისღა განიწმიდები?
- ეზეკიელი 24:13
შენს უწმიდურებაშია შენი სისაძაგლე, რადგან გწმენდდი და არ განიწმინდე შენი უწმიდურებისგან! მეტად აღარ განიწმინდები, სანამ არ დაცხრება შენზე ჩემი გულისწყრომა.
- მსაჯული 20:6
ავიყვანე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და გარყვნილი საქმე ჩაიდინეს ისრაელში.
- მსაჯული 20:5
აღდგნენ ჩემზე გიბყას მკვიდრნი, გარს შემოერტყნენ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
- ოსია 2:10
ახლა გამოვამზეურებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
- ეზეკიელი 16:43
ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.
- მარკოზის 7:22
ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.
- გალატელთა 5:19
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
- 1 პეტრეს 4:3
რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.