მთავარითემები „გ“გართობის მაძიებლები

გართობის მაძიებლები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავები 21:17
    სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
  2. ესაია 22:13
    მაგრამ, აჰა, ილხენდით და მხიარულობდით! ხარებს კლავდით და ცხვარს ჟლეტდით, ხორცს ჭამდით და ღვინოს სვამდით: ვჭამოთ და ვსვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო!
  3. 2 ტიმოთეს 3:2
    ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
  4. ეფესელთა 1:5
    წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
  5. 2 ტიმოთეს 3:5
    გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.
  6. ესაია 47:8
    ახლა კი ისმინე, ფაქიზო, უსაფრთხოდ მჯდომო, რომ ამბობ შენს გულში: მე ვარ და არავინააო ჩემს გარდა, არ დავქვრივდები და არ ვიგემებო შვილის სიკვდილს!
  7. ლუკას 8:14
    ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
  8. 1 ტიმოთეს 5:6
    განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
  9. ტიტეს 3:3
    ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
  10. იაკობის 5:5
    განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.
  11. 2 პეტრეს 2:13
    და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.

← ყველა თემა „გ“-ზე