მთავარითემები „გ“გარჩევადობის უქონლობა

გარჩევადობის უქონლობა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 12:11
    თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
  2. 1 კორინთელთა 2:15
    ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
  3. 1 კორინთელთა 11:29
    ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული.
  4. დაბადება 18:23
    მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
  5. დაბადება 18:25
    შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!
  6. ესაია 5:20
    ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
  7. ეზრა 3:13
    ასე რომ, ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სასიხარულო ყიჟინისა და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა.
  8. მათეს 23:24
    ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!

← ყველა თემა „გ“-ზე