მთავარითემები „გ“გაოცება

გაოცება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 18:16
    რათა გაეხადათ თავიანთი ქვეყანა უდაბურად, მუდმივ დასაცინად, რომ ყოველი მასზე გამვლელი გაოცდეს და თავი გაიქნიოს.
  2. ეზეკიელი 3:14-15
    და სულმა ამიტაცა მე და წამიყვანა, და წავედი მე გამწარებული და გაჯავრებული სულით, და უფლის ხელი მტკიცედ იყო ჩემზე. 15 და მოვედი გადასახლებულებთან თელ-აბიბში, მსხდომებთან მდინარე ქებართან, და სადაც ისინი ისხდნენ, იქ დავჯექი შვიდ დღეს მათ შორის გაოგნებული.
  3. დანიელი 3:24
    მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!
  4. ლუკას 2:47
    და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით.
  5. ლუკას 4:32
    და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.
  6. მარკოზის 5:42
    და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ.
  7. ლუკას 5:9
    რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;
  8. საქმეები 10:45
    მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
  9. იერემია 14:9
    რატომ ხარ კაცივით გაოგნებული, მამრივით, რომელსაც არ შეუძლია ხსნა? შენ კი ჩვენს შორის ხარ, უფალო, და შენი სახელი ჩვენზეა წოდებული. ნუ მიგვატოვებ!
  10. იერემია 4:9
    და იქნება იმ დღეს,” – სიტყვა უფლისა, – „ჩაკვდება მეფის გული და მთავართა გული, და შეძრწუნდებიან მღვდლები და წინასწარმეტყველნი გაოცდებიან.

← ყველა თემა „გ“-ზე