მთავარითემები „გ“განმტკიცების განსაკუთრებული გარემოებები

განმტკიცების განსაკუთრებული გარემოებები

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დანიელი 10:18-19
    კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსება და გამამაგრა. მითხრა: „ნუ გეშინია, სათნო კაცო! მშვიდობა შენდა! განმტკიცდი და გამხნევდი!” როცა მელაპარაკებოდა, განვმტკიცდი და ვუთხარი: „ილაპარაკე ჩემო ბატონო, ვინაიდან გამამაგრე”.
  2. ლუკას 22:43
    ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.
  3. საქმეები 9:19
    საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.
  4. საქმეები 14:22
    ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
  5. საქმეები 15:41
    დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
  6. საქმეები 16:5
    ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
  7. საქმეები 18:23
    დადიოდა სირიასა და კილიერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.კიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
  8. საქმეები 15:32
    ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.
  9. 1 თესალონიკელთა 3:2
    და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, ჩვენივე თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
  10. რომაელთა 1:11
    ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,

← ყველა თემა „გ“-ზე