მთავარითემები „გ“გამძლეობა

გამძლეობა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 5:3-4
    და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას,
  2. ებრაელთა 10:35-37
    მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გამბედაობას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღმერთის ნება და მიიღოთ აღთქმული. რადგან „კიდევ ცოტა, ძალზე ცოტაც და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს და არ დააყოვნებს.
  3. იაკობის 1:2-3
    ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას;
  4. კოლოსელთა 1:11
    მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში. სიხარულით
  5. რომაელთა 12:12
    იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
  6. 1 კორინთელთა 10:13-14
    არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
  7. ფილიპელთა 4:13
    ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.
  8. რომაელთა 15:5
    ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.
  9. იაკობის 1:25
    მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და მასში დარჩება, მომსმენი და დამვიწყებელი კი არ იქნება, არამედ საქმის აღმსრულებელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
  10. რომაელთა 15:13
    ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
  11. ებრაელთა 12:2
    შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს - იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
  12. რომაელთა 2:6-7
    რომელიც ყველას მიუზღავს მათი საქმეებისამებრ: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს,

← ყველა თემა „გ“-ზე