მთავარითემები „გ“გაღიზიანება

გაღიზიანება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მსაჯული 2:3
    და კიდევ ვთქვი: არ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, რათა ისინი მახედ გაგიხდნენ, ხოლო მათი ღმერთები – ხაფანგად.
  2. იგავნი 10:26
    რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
  3. იგავნი 16:20
    საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
  4. იგავნი 19:13
    ბრიყვი ვაჟი მამის უბედურებაა, ცოლის ჭირვეულობა კი შეუწყვეტელი წვეთა.
  5. 1 კორინთელთა 13:5
    არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს,
  6. ებრაელთა 3:17
    ვიზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? განა ცოდვილებზე არა, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა?
  7. ლუკას 18:2-7
    თქვა: „ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან. დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე? მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
  8. მსაჯული 16:16
    რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
  9. დაბადება 49:6
    ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!

← ყველა თემა „გ“-ზე