ბიბლიის მუხლები თემაზე
გაძევებულის მიღება
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 8:3
გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.
- მათეს 21:31
იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: „პირველმა”. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში;
- ლუკას 7:29
და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.
- ლუკას 7:47
ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.
- იოანეს 8:11
ქალმა უპასუხა: „არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
- ლუკას 15:2
აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
- ლუკას 23:43
იესომ უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”.
- იონეს 9:35
იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: „გწამს ძე კაცისა?