მთავარითემები „გ“გადარჩენა ყველას შეუძლია

გადარჩენა ყველას შეუძლია

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 3:6
    და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”.
  2. საქმეები 2:21
    და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
  3. რომაელთა 5:18
    ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
  4. რომაელთა 10:13
    რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.
  5. 1 ტიმოთეს 2:4
    რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.
  6. ტიტეს 2:11-12
    ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.
  7. 2 პეტრეს 3:9
    არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

← ყველა თემა „გ“-ზე