მთავარითემები „გ“გულაცრუების ატანა

გულაცრუების ატანა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 3:13
    ამიტომ გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები, რადგან ეს თქვენი დიდებაა.
  2. 2 ტიმოთეს 4:5
    შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
  3. მეორე რჯული 1:21
    აჰა, მოგცათ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა, წადით და დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა; ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
  4. იესო ნავეს ძე 1:9
    განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!
  5. იესო ნავეს ძე 8:1
    უთხრა უფალმა იეშუას: „ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.
  6. 1 მეფეთა 17:32
    უთხრა დავითმა საულს: „ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
  7. 1 ნეშტთა 22:13
    მაშინ იქნები წარმატებული, თუ დაიცავ რჯულსა და კანონებს, რომელიც ისრაელისთვის ამცნო მოსეს უფალმა. მტკიცედ იდექი და გამხნევდი, ნურც შეშინდები და ნურც შეშფოთდები.
  8. 2 ნეშტთა 32:7
    განმტკიცდით და გამხნევდით, ნუ შეშინდებით და ნუ შეუკრთებით აშურის მეფეს და მთელ მის ურდოს, რადგან ის უფრო დიდია, ვინც ჩვენთანაა, ვიდრე ის, ვინც მათთან.
  9. იერემია 51:46
    ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
  10. ლუკას 18:1
    უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.
  11. იოანეს 14:1
    ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
  12. გალატელთა 6:9
    სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!

← ყველა თემა „გ“-ზე