მთავარითემები „ფ“ფიზიკური მადა

ფიზიკური მადა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რიცხვნი 11:6
    და ახლა ჩვენი სული ჩამოხმა, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.
  2. იგავნი 6:30
    არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ იპარავს გაძღომისათვის, როდესაც მშიერია.
  3. ფსალმუნები 106:5-9
    შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, სული ებინდებოდათ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ,- დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, რადგან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით!
  4. იგავნი 16:26
    მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
  5. ესაია 29:8
    იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ.
  6. იერემია 31:25
    რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.
  7. იერემია 50:19
    და დავაბრუნებ მე ისრაელს თავის საძოვარზე და დამწყესავს ის ქარმელზე და ბაშანზე, და ეფრემისა და გილყადის ბორცვებზე გაძღება მისი სული.
  8. გოდება იერემიასი 2:12
    დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.

← ყველა თემა „ფ“-ზე