მთავარითემები „ფ“ფილოსოფია

ფილოსოფია

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 17:18
    ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
  2. კოლოსელთა 2:8
    იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
  3. ეკლესიასტე 1:2
    ამაოებათა ამაოება” - ამბობს ეკლესიასტე. - „ამაოებათა ამაოება, ყოველივე ამაოებაა!
  4. ესაია 29:14
    ამიტომ, აჰა, კვლავ მოვიმოქმედებ საოცრებებს ამ ხალხში, ნიშნებსა და სასწაულებს მოვახდენ, და დაიკარგება სიბრძნე მისი ბრძენკაცებისა და დაიმალება გონიერთა გონება”.
  5. რომაელთა 1:20-22
    ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
  6. 1 კორინთელთა 1:19-20
    რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?
  7. 1 კორინთელთა 2:6-7
    ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან, არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.
  8. 1 კორინთელთა 3:19-20
    ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი”.
  9. 1 ტიმოთეს 6:20-21
    ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან, ამინ!

← ყველა თემა „ფ“-ზე