მთავარითემები „ე“ეშმაკების სასჯელი

ეშმაკების სასჯელი

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 20:10
    ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, და დაიტანჯებიან ისინი დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.
  2. 2 პეტრეს 2:4
    რადგან, თუკი ღმერთმა შემცოდე ანგელოზები არ დაინდო, არამედ წყვდიადის ბორკილებში ტარტაროზს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად,
  3. იუდას 1:6
    ხოლო იმ ანგელოზებს, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ხელმწიფება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, ამყოფებს საუკუნო ბორკილებში წყვდიადში დიადი განკითხვის დღემდე.
  4. მათეს 8:29-32
    და, აჰა, ატეხეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები სთხოვდნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი.“ უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და, აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.
  5. ლუკას 8:30-31
    ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი.“ რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. და ევედრებოდნენ მას, რომ არ ებრძანებინა მათთვის ქვესკნელში ჩასვლა.

← ყველა თემა „ე“-ზე