მთავარითემები „ე“ერთობლივი ლოცვა

ერთობლივი ლოცვა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 18:20
    ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.
  2. საქმეები 1:14
    ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.
  3. საქმეები 4:31
    და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.
  4. საქმეები 2:42
    და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
  5. საქმეები 12:5
    ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
  6. რომაელთა 15:30
    შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
  7. 2 კორინთელთა 1:11
    რაშიც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა უამრავმა ადამიანმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის და იმ მადლისთვის, რაც მრავალთა შუამდგომლობით მოგვენიჭა.
  8. საქმეები 2:46
    ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
  9. მათეს 18:19
    ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
  10. კოლასელთა 4:3
    ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,
  11. 1 პეტრეს 3:7
    ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
  12. საქმეები 4:24
    ეს რომ მოისმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: "ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;
  13. 1 ტიმოთეს 2:8
    ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
  14. საქმეები 12:12
    გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.

← ყველა თემა „ე“-ზე