მთავარითემები „ე“ერთმანეთის შეწყნარება

ერთმანეთის შეწყნარება

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 17:9
    დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს.
  2. 1 კორინთელთა 13:5
    უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,
  3. 1 პეტრეს 4:8
    უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.
  4. იგავნი 19:11
    განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.
  5. მათეს 6:12
    და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
  6. მათეს 18:32
    მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
  7. მეორე რჯული 15:1
    ყოველი მეშვიდე წლის მიწურულს გამოაცხადე პატიება.
  8. მეორე რჯული 15:9
    გაფრთხილდი, გულში არ შეგეპაროს ბოროტი ფიქრი და არ თქვა: მოახლოვდა მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ ძმას და არაფერს მისცემ; შეჰღაღადებს იგი უფალს შენზე და ცოდვა დაგედება.
  9. მეორე რჯული 31:10
    ასე უბრძანა მოსემ: „ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე,
  10. მათეს 18:27
    შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
  11. ლუკას 7:42
    მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?
  12. ლუკას 7:43
    სიმონმა უპასუხა: „მე მგონი, რომელსაც უფრო მეტი მიეტევა”. მან კი უთხრა: „სწორად განსაჯე”.
  13. 2 კორინთელთა 2:10
    ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.
  14. მარკოზის 11:26
    ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს”.

← ყველა თემა „ე“-ზე