ბიბლიის მუხლები თემაზე
ერთმანეთის გამხნევება
17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 მეფეთა 23:15
ადგა იონათანი, საულის ძე, წავიდა დავითთან ტყეში და უფლით გაამხნევა.
- საქმეები 4:36
ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება) შეარქვეს, ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,
- საქმეები 11:23
როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.
- საქმეები 14:22
ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.
- საქმეები 15:32
იუდამ და სილამ, რომლებიც წინასწარმეტყველებიც იყვნენ, მრავალი სიტყვით გაამხნევეს ძმები და განამტკიცეს.
- საქმეები 15:31
როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
- საქმეები 27:36
მაშინ ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები.
- რომაელთა 1:12
რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
- კოლასელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
- კოლასელთა 4:8
რომელიც იმისთვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს
- კოლასელთა 4:11
ასევე იესო, იუსტოსად წოდებული, ორივე წინადაცვეთილთაგანია; მხოლოდ ესენი თანაიღწვოდნენ ღვთის სამეფოსთვის, რომლებიც ნუგეშისცემად მექცნენ.
- 1 თესალონიკელთა 2:11
რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა - შვილებს;
- ფილიპელთა 1:14
და ძმათა უმრავლესობა უფალში გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო თამამად და უშიშრად ელაპარაკა ღმერთის სიტყვა.
- საქმეები 28:15
იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.
- ფილიპელთა 2:1
მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
- ეზეკიელი 13:22
რადგან მართლის გულს ტყუილით ანაღვლიანებთ, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
- ესაია 41:6-7
თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი! ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.