მთავარითემები „ე“ერთმანეთის დაბრკოლება

ერთმანეთის დაბრკოლება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 17:1-4
    უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია, რომ არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც ისინი მოვა. უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდგზის რომ შეგცოდოს და შვიდგზისვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.
  2. რომაელთა 14:13
    ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას მივაპყროთ განსჯა, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
  3. 1 კორინთელთა 8:13
    ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, არასოდეს არ შევჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.
  4. მალაქია 2:8
    თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან და ბევრი დააბრკოლეთ თქვენი სწავლებით და შებღალეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
  5. იგავნი 4:16
    რადგან არ დაიძინებენ ისინი, ბოროტება თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ ვინმე არ აცდუნეს,
  6. მათეს 5:29
    თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
  7. მათეს 5:30
    თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
  8. მათეს 16:23
    ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! შენ ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.
  9. მათეს 18:6
    ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ.
  10. ლუკას 17:2
    უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.
  11. რომაელთა 14:20-21
    საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღმერთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც დაბრკოლებით ჭამს.

← ყველა თემა „ე“-ზე