ბიბლიის მუხლები თემაზე
ძმათა მოკვლა
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მსაჯული 8:18-19
უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: „როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?“ უპასუხეს: „შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით“. თქვა გედეონმა: „ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. უფალს გეფიცებით არ დაგხოცავდით, ხელი რომ არ გეხლოთ მათთვის“.
- მსაჯული 9:5
მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.
- მსაჯული 9:15
თქვენ კი აუჯანყდით დღეს მამაჩემის სახლს და მისი სამოცდაათი ძე ერთ ქვას დააკალით, აბიმელექი კი, მისი მხევლის ძე, მეფედ დაუსვით შექემის მკვიდრთ, რადგან თქვენი ძმაა იგი.
- მსაჯული 9:24
რათა არ შერჩენოდათ იერუბაყალის სამოცდაათი ძის სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი და შექემელებს, რომლებიც გვერდში ედგნენ ძმების დახოცვისას.
- მსაჯული 9:56
ასე მიაგო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რაც უყო მან მამამისს, როცა დახოცა თავისი სამოცდაათი ძმა.
- 2 მეფეთა 14:16
შეისმენს მეფე და იხსნის თავის მხევალს იმ კაცთა ხელიდან, რომელთაც სურთ ღვთის სამკვიდროდან ჩემი აღმოფხვრა ჩემს ძესთან ერთად.
- გამოსვლა 32:27
უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი“.
- მარკოზის 13:12
ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
- 2 მეფეთა 14:7
აჰა, მთელი სანათესაო აღდგა შენი მხევლის წინააღმდეგ; მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ თავისი ძმის წილ მოვკლათ და მოვსპოთ მემკვიდრეც. ჩამიქრობენ ჩემი ნაკვერჩხლის ნატამალს, აღარ დარჩება ჩემს ქმარს სახელი და შთამომავალი ამ ქვეყნად“.
- რიცხვნი 36:2
თქვეს: „უფალმა უბრძანა ჩვენს ბატონს, რომ წილისყრით მისცეს ისრაელის ძეთ ქვეყანა სამკვიდრებლად და უფლისგან ებრძანა ჩვენს ბატონს, რომ ჩვენი ძმის, ცელაფხადის სამკვიდრებელი მის ასულებს მისცეს.