მთავარითემები „ძ“ძილის მოყვარული

ძილის მოყვარული

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 20:13
    ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
  2. რომაელთა 12:11
    გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
  3. იგავნი 6:4
    თვალებს ძილს ნუ მიაკარებ და ქუთუთოებს - რულს,
  4. იგავნი 6:9-10
    როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად,
  5. იგავნი 10:5
    ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
  6. იგავნი 19:15
    სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.
  7. იგავნი 23:21
    ვინაიდან გაღატაკდება ლოთი და ღორმუცელა, თვლემა კი ძონძებით შემოსავს მათ.

← ყველა თემა „ძ“-ზე