მთავარითემები „დ“დროებით ყოფნა უდაბნოში

დროებით ყოფნა უდაბნოში

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 16:7
    და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, აშურის გზაზე, ჭასთან.
  2. 2 მეფეთა 15:23
    ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
  3. 3 მეფეთა 19:4
    თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.
  4. ფსალმუნები 106:4
    გზა აებნათ უკაცრიელ უდაბნოში, ვერ პოულობდნენ ქალაქს, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.
  5. მათეს 4:1
    მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
  6. ლუკას 4:2
    ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
  7. მარკოზის 1:12
    და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
  8. მარკოზის 1:45
    ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
  9. მათეს 11:7
    ისინი რომ წავიდნენ, იესომ იოანეზე დაუწყო ხალხს ლაპარაკი: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
  10. ლუკას 7:24
    როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, ხალხთან იოანეზე დაიწყო ლაპარაკი: „რის სანახავად მიდიოდით უდაბნოში? ქარისგან შერხეული ლერწმისა?
  11. მათეს 15:33
    მოწაფეებმა უთხრეს: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?
  12. მათეს 24:26
    თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
  13. ლუკას 5:16
    ის კი უდაბურ ადგილებში გადიოდა სალოცად.
  14. ლუკას 9:12
    დღე რომ საღამოსკენ გადაიხარა, მიუახლოვდა თორმეტი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ და გარშემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევი და საზრდო იშოვნონ, რადგან უდაბურ ადგილას ვიმყოფებით”.
  15. იოანეს 11:54
    ამიტომ იესო ცხადად აღარ დადიოდა იუდეველთა შორის; იქაურობას უდაბნოს ახლოს მდებარე მხარეში, ეფრემად წოდებულ ქალაქში გაეცალა და იქ დარჩა მოწაფეებთან ერთად.
  16. საქმეები 21:38
    მაშ, შენ არ ხარ ის ეგვიპტელი, რომელმაც შფოთი ატეხა ამ დღეების წინ და უდაბნოში ოთხი ათასი ავაზაკი გაიყვანა?
  17. ებრაელთა 11:38
    ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.

← ყველა თემა „დ“-ზე