მთავარითემები „დ“დევნის წარმომავლობა

დევნის წარმომავლობა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 16:3
    ასე მოგექცევიან, რადგან ვერც მამა იცნეს, ვერც მე.
  2. იოანეს 15:20
    გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
  3. მათეს 13:21
    მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
  4. იგავნი 9:22
    ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
  5. საქმეები 13:50
    მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
  6. საქმეები 26:9-11
    მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ, ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.

← ყველა თემა „დ“-ზე