მთავარითემები „დ“დედისადმი სიყვარული

დედისადმი სიყვარული

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 19:26
    დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!
  2. მათეს 10:37
    ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
  3. მათეს 19:19
    პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
  4. გამოსვლა 20:12
    პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
  5. მეორე რჯული 5:16
    პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.
  6. ლუკას 14:26
    თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
  7. 1 პეტრეს 2:17
    ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
  8. მათეს 22:39
    და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
  9. ეფესელთა 6:2
    პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
  10. მათეს 15:4
    რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.
  11. ლევიანნი 19:3
    თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  12. ლუკას 10:27
    მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
  13. კოლასელთა 3:20
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.

← ყველა თემა „დ“-ზე