მთავარითემები „დ“დედები და ქალიშვილები

დედები და ქალიშვილები

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზეკიელი 16:44-46
    და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო. დედაშენის შვილი ხარ, თავისი ქმარ-შვილი რომ სძულდა; და ხარ შენი დებისა, საკუთარი ქმრები და ძეები რომ სძულდათ; ხეთელია დედაშენი და ამორელია მამაშენი. სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.
  2. 3 იოანეს 1:4
    არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.
  3. იოანეს 16:21-22
    დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე. ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”.
  4. ლუკას 12:53
    გაიყოფიან, მამა ძის წინააღმდეგ და ძე - მამის წინააღმდეგ; დედა - ასულისა და ასული დედის წინააღმდეგ”.
  5. იგავნი 31:28
    დგებიან მისი შვილები და ლოცავენ დედას; ქმარიც დგება და აქებს მას:
  6. იგავნი 20:20
    დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.
  7. 2 ტიმოთეს 1:5
    მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;
  8. ლევიანნი 20:17
    თუ ვინმემ საკუთარი და შეირთო, თავისი მამის ან დედის ასული და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, სიბილწეა; მოიკვეთონ თავისი ხალხის ძეთა თვალთაგან. თავისი დის სიშიშვლე წარმოაჩინა მან: ცოდვა აწევს.
  9. მათეს 10:35
    რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული - თავის დედისგან და რძალი - თავის დედამთილისგან.
  10. მიქა 7:6
    რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი - დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.

← ყველა თემა „დ“-ზე