მთავარითემები „დ“დახურულ კარს მიღმა ლოცვა

დახურულ კარს მიღმა ლოცვა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 6:6
    შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
  2. მათეს 6:5
    როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
  3. მათეს 6:4
    რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
  4. ესაია 26:20
    მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
  5. კოლასლეთა 4:3
    ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,
  6. 4 მეფეთა 4:33
    შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
  7. იოანეს 20:19
    იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა!
  8. მათეს 6:1
    ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
  9. ლუკას 9:18
    და იყო: ერთხელ განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ. ჰკითხა მათ იესომ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?

← ყველა თემა „დ“-ზე