მთავარითემები „დ“დასაწყისამდე

დასაწყისამდე

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 ტიმოთეს 1:9
    რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი ნებითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს.
  2. იოანეს 1:1
    დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  3. 1 პეტრეს 1:20
    რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის.
  4. იოანეს 17:24
    მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე.
  5. გამოცხადება 13:8
    თაყვანი სცა მას მიწის ყველა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს სოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს.
  6. ეფესელთა 1:4
    როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
  7. იოანეს 17:5
    ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე.

← ყველა თემა „დ“-ზე