მთავარითემები „დ“დასაქმება

დასაქმება

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იესო ნავეს ძე 9:25-27
    და აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ. როგორც გიჯობდეს და სამართლიანი იყოს შენს თვალში, ჩვენს მიმართ მოქცევა, ისე მოგვექეცი.” და ასე მოექცა იგი მათ: იხსნა ისინი ისრაელის ძეთა ხელიდან, და არ დახოცეს ისინი. და დააყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის დღევანდლამდე, იმ ადგილზე, რომელსაც უფალი ამოირჩევდა.
  2. 2 მეფეთა 5:4
    ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა, და იმეფა ორმოცი წელი.
  3. ფსალმუნები 89:17
    და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.
  4. ფსალმუნები 137:8
    უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვებ ხელთა შენთა ნამოქმედარს.
  5. ეკლესიასტე 3:22
    და ვიხილე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, რადგან ესაა მისი ხვედრი. რადგან ვინ მიიყვანს მას იმის სანახავად, რაც მის შემდეგ იქნება?
  6. მათეს 9:37-38
    მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: “სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
  7. ეფესელთა 5:1-2
    მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

← ყველა თემა „დ“-ზე