მთავარითემები „დ“დაგირავების წესები

დაგირავების წესები

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 24:17
    ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.
  2. მეორე რჯული 24:6
    ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ.
  3. მეორე რჯული 24:10-11
    თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,  გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.
  4. გამოსვლა 22:26
    თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე,
  5. მეორე რჯული 24:12-13
    თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს.  დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
  6. ეზეკიელი 18:7
    არავის ჩაგრავს და მევალეს ვალს უბრუნებს, მძარცველი არ არის, თავის პურს უყოფს მშიერს და შიშველს მოსავს,
  7. ეზეკიელი 18:16
    არავის დაჩაგრავს, თავდებში ჩადებულს არ მიითვისებს, არ იმძარცველებს, თავის პურს მშიერს გაუყოფს და შიშველს შემოსავს,
  8. ეზეკიელი 33:15
    ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება.
  9. ეზეკიელი 18:12
    ღარიბსა და ღატაკს ჩაგრავდეს, მძარცველობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებისკენ ჰქონდეს თვალი მიპყრობილი და სისაძაგლეს სჩადიოდეს,

← ყველა თემა „დ“-ზე