ბიბლიის მუხლები თემაზე
დაბადების დღეები
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 3:1
და ამის შემდგომ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.
- იერემია 20:14
წყეული იყოს ის დღე, როდესაც დავიბადე! დღე, როდესაც მშობა დედაჩემმა, არ იყოს კურთხეული!
- დაბადება 40:20
მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო, და გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის ყველა მსახურს და გაიხსენა თავისი მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
- მარკოზის 6:21
დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს.
- ფსალმუნები 89:12
ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული.
- იობი 36:26
აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მისი წელთა რიცხვი აურაცხელია.
- ეკლესიასტე 7:1
კარგი სახელი სჯობს კარგ ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – შობის დღეს.