ბიბლიის მუხლები თემაზე
ცხვარი მეტაფორულად
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 10:16
აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
- მათეს 10:6
არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
- მარკოზის 14:27
უთხრა მათ იესომ: „ამ ღამით ყველანი ცდუნდებით ჩემში, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’
- მათეს 9:36
ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
- ლუკას 15:4
რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?