მთავარითემები „ც“ცხოვრება ხორციელ სამყაროში

ცხოვრება ხორციელ სამყაროში

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 9:3
    ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.
  2. რომაელთა 9:5
    მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
  3. რომაელთა 15:27
    ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
  4. 1 კორინთელთა 1:26
    ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
  5. 1 კორინთელთა 2:14
    მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
  6. 1 კორინთელთა 7:34
    ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.
  7. 1 კორინთელთა 9:11
    თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?
  8. 1 კორინთელთა 11:14
    ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისათვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა?
  9. 1 კორინთელთა 15:44
    ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
  10. 1 კორინთელთა 15:46
    მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.
  11. ებრაელთა 9:1
    პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და მიწიერი წმიდა,
  12. ებრაელთა 13:3
    გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს თქვენც მათთან ერთად ხართ შებორკილნი; და ტანჯულნი, თითქოს მათ სხეულში იმყოფებით.
  13. 2 კორინთელთა 5:6
    ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან,
  14. გალატელთა 2:20
    ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.
  15. გალატელთა 4:23
    მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
  16. გალატელთა 4:29
    მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
  17. 2 კორინთელათა 11:18
    და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი.
  18. იოანეს 6:63
    სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.

← ყველა თემა „ც“-ზე