მთავარითემები „ც“ცხოვრება ქრისტეში

ცხოვრება ქრისტეში

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 1:4
    მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
  2. იოანეს 14:6
    უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
  3. იოანეს 10:10
    ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.
  4. რომაელთა 5:18
    ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
  5. იოანეს 6:48
    მე ვარ პური სიცოცხლისა.
  6. იოანეს 6:33
    რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.
  7. იოანეს 6:27
    ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.
  8. იოანეს 6:51
    მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”.
  9. იოანეს 6:58
    ეს არის ზეციდან ჩამოსული პური; ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანნა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს”.
  10. იოანეს 6:54
    ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

← ყველა თემა „ც“-ზე