ბიბლიის მუხლები თემაზე
ცრუ მოძღვრების მასწავლებლები
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 16:17-18
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ; ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.
- საქმეები 20:30
თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი.
- 2 პეტრეს 2:2
მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა.
- 1 ტიმოთეს 4:1
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
- გალატელთა 1:6-7
მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება.