მთავარითემები „ც“ცრუ მოციქულები

ცრუ მოციქულები

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 კორინთელთა 11:13
    რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
  2. გამოცხადება 2:2
    ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
  3. 2 კორინთელთა 11:4-5
    ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.
  4. 2 კორინთელთა 12:11
    უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერს წარმოვადგენ.
  5. მათეს 7:15-16
    უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?

← ყველა თემა „ც“-ზე