ბიბლიის მუხლები თემაზე
ცოტანი ცათა სასუფეველში
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 22:14
რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი – ცოტა”.
- ლუკას 13:24
ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
- მათეს 16:28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.
- ლუკას 13:23
ვიღაცამ ჰკითხა: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?” მან უთხრა:
- მათეს 7:14
რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
- 1 კორინთელთა 1:26
ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული;
- მათეს 9:37
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.
- ლუკას 10:2
უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
- გამოცხადება 3:4
თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.