ბიბლიის მუხლები თემაზე
ცოდვის შემოსვლა
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 4:7
თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
- ესაია 43:27
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამდგომლები ამიჯანყდნენ.
- რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა, დანიელი 11:27 ორივე მეფის გულში მზაკვრობა იქნება, სიცრუეს ეტყვიან ერთმანეთს სუფრაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან აღსასრული დათქმულ დროზე მოვა.
- მალაქია 1:13
ამბობთ: როგორ მოგვქანცაო ამ ყველაფერმა და ზიზღით ყნოსავთ სამსხვერპლოს - ამბობს ცაბაოთ უფალი. ნატაცები, კოჭლი და სნეული მოგყავთ; და ეს არის თქვენი ძღვენი. როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? - ამბობს უფალი.
- მათეს 5:29
თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში. მათეს 5:30 თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში. მათეს 5:37 არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა. მარკოზის 7:22 ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.
რომაელთა 5:13
რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის,
რომაელთა 7:7
მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო!”
რომაელთა 7:17
მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
რომაელთა 7:20
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს.
რომაელთა 7:13
ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით.
ეზეკიელი 7:19
თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
1 ტიმოთეს 6:10
ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
გალატელთა 6:1
ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში.
ზაქარია 5:8
თქვა: ეს ქალი ბოროტებაა! ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდის სარქველი დაახურა.
გამოსვლა 23:33
არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
ეზეკიელი 11:22
გაშალეს ქერუბებმა ფრთები, ბორბლები მათ გვერდით, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათზე მაღლიდან.
ეზეკიელი 28:15
უმწიკვლო იყავ შენს გზაზე, შენი შექმნის დღიდან, სანამ უმართლობა გამოგაჩნდებოდა.