მთავარითემები „ც“ცოდვის გამომჟღავნება

ცოდვის გამომჟღავნება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რიცხვნი 32:23
    თუ ასე არ მოიქცევით, აჰა, შესცოდავთ უფალს: იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.
  2. იობი 20:27
    გააცხადებს ზეცა მათ დანაშაულს და მიწა აღდგება მათ წინააღმდეგ.
  3. იგავნი 26:26
    სიძულვილს სიცრუით ფარავს, მისი ბოროტება კრებულში გამოჩნდება.
  4. ეკლესიასტე 12:14
    რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს – კარგი იქნება ეს, თუ ცუდი.
  5. ლუკას 12:2
    რადგან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
  6. 1 კორინთელთა 4:5
    ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
  7. იობი 10:14
    რომ შეგცოდო, შენ დამიდარაჯდები და არ მომიტევებ დანაშაულს.
  8. იობი 14:16
    ნაბიჯებს დამითვლიდი, ჩემს ცოდვებს კი აღარ ჩაეძიებოდი;
  9. იერემია 2:22
    ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” – ამბობს უფალი ღმერთი.
  10. იერემია 16:17
    რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.
  11. ეზეკიელი 11:5
    გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.
  12. ოსია 7:2
    არც უფიქრიათ გულში, რომ ყოველი მათი ბოროტება მახსოვს; ახლა მათივე საქმეებია მათ გარშემო, ჩემს წინაშე არიან ისინი.
  13. ამოსი 5:12
    რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.

← ყველა თემა „ც“-ზე