მთავარითემები „ც“ცოდვა ეკვრის ცოდვილს

ცოდვა ეკვრის ცოდვილს

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 5:19
    ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
  2. ფსალმუნები 50:3
    ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.
  3. იგავნი 13:6
    უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.
  4. იობი 10:15
    თუ უკეთური ვარ - ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ - თავს ვერ ავწევ, სავსე ვარ სირცხვილით. შეხედე ჩემს სივაგლახეს.
  5. იოანეს 8:24
    ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
  6. საქმეები 8:23
    ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”.
  7. ეზეკიელი 18:20
    ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ - ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე - მისი ბოროტება.
  8. ეზეკიელი 36:31
    გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო.
  9. ეზეკიელი 24:11
    რათა მეტად აღარ განმიდგეს სახლი ისრაელისა და აღარ შეიბილწოს ყველა თავისი დანაშაულით! გახდეს ჩემი ხალხი, მე კი ვიყო მათი ღმერთი! - ამბობს უფალი ღმერთი”.
  10. იობი 4:8
    როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.
  11. იობი 8:4
    თუ შენმა ძეებმა შესცოდეს, მან მათსავე ურჯულოებას გადასცა ისინი.

← ყველა თემა „ც“-ზე