ბიბლიის მუხლები თემაზე
ცოდნის უპირეტესობები
1 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 24:5
ბრძენი მამაკაცი ძლიერია და მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას. იგავნი 11:9 მლიქვნელი პირით ღუპავს თავის მოყვასს, მართალნი კი ცოდნით იხსნიან თავს. იგავნი 24:3-4 სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება, და ცოდნით ოთახები გაივსება, ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით. იგავნი 2:10-12 როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან, მიქა 3:1 და ვთქვი მე: „ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა? იოანეს 8:32 შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.” იოანეს 13:17 რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ. 1 კორინთელთა 1:5 იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით, 1 ტიმოთეს 2:4 რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას.