მთავარითემები „ც“ცოდნის უარყოფითი მხარე

ცოდნის უარყოფითი მხარე

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 8:1
    შეწირული საკლავის შესახებ ყველამ ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს
  2. 1 კორინთელთა 8:2
    ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.
  3. 1 კორინთელთა 8:10-11
    ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე.
  4. დანიელი 5:22
    შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.
  5. 1 ტიმოთეს 6:20
    ო, ტიმოთე, დაიმარხე შენთვის მონდობილი, განერიდე უკეთურ ლაყბობას და ცილობებს ცრუ ცოდნისა,
  6. ეკლესიასტე 1:18
    რადგან დიდ სიბრძნეში დიდი დარდია და ცოდნის გამრავლება წუხილს ამრავლებს.
  7. ესაია 47:10
    რადგან დაიმედებული ხარ ბოროტის ქმნაზე, შენ გაიძახი: „ვერავინ მხედავს!“ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაცდუნა; შენ ამბობ გულში: „მე ვარ და არავინ არის ჩემს გარდა!
  8. ლუკას 11:52
    ვაი თქვენ, რჯულის მოძღვარნო, ცოდნის გასაღები რომ მიიტაცეთ! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.

← ყველა თემა „ც“-ზე