მთავარითემები „ც“ცოცხალი არსებების ჯიშები

ცოცხალი არსებების ჯიშები

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზეკიელი 47:10
    დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.
  2. დაბადება 1:11-12
    შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე. აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  3. დაბადება 1:21
    შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  4. დაბადება 6:20
    ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ
  5. დაბადება 7:14
    ისინი და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი, ყოველი ფრთოსანი, თავისი ჯიშებისამებრ.
  6. დაბადება 1:25
    შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
  7. ლევიანნი 11:14
    ძერა, შევარდენი და მათი ჯიშისანი,
  8. ლევიანნი 11:15
    ყოველი ყორანი და მისი ჯიშისანი,
  9. ლევიანნი 11:16
    სირაქლემა, თოლია, ქორი და მათი ჯიშისანი,
  10. მეორე რჯული 14:14-18
    არც ერთი სახის ყორანი, სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი თავისი გვარებით, კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი, ვარხვი, ფსოვი, თევზიყლაპია, ყარყატი, ყანჩა თავისი გვარებით, ოფოფი და ღამურა
  11. ლევიანნი 11:22
    ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.
  12. ლევიანნი 11:29
    აი, რა არის მიწაზე მხოხავ ქვეწარმავალთაგან თქვენთვის უწმიდური: თხუნელა, თაგვი, ხვლიკი და მათი ჯიშისანი;

← ყველა თემა „ც“-ზე