მთავარითემები „ც“ცნობისმოყვარეობა

ცნობისმოყვარეობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 12:9
    იუდეველთაგან ბევრმა გაიგო, რომ ის იქ იყო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს გამო, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.
  2. საქმეები 17:21
    ყველა ათენელს და იქ ჩამოსულ უცხოელს დროის გატარება ყველაზე მეტად ერჩივნათ რაიმე ახლის შესახებ საუბარაში ან მოსმენაში.
  3. მათეს 12:38-39
    მაშინ უთხრა მას ზოგიერთმა მწიგნობართა და ფარისეველთაგან: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ბოროტი და მოღალატე თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
  4. მათეს 24:3
    ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და ამ საუკუნის აღსასრულის ნიშანი?
  5. საქმეები 1:6-7
    ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „უფალო, ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?“ უთხრა მათ: „თქვენი საცოდნელი არ არის დროები ან ვადები, რომლებიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
  6. იოანეს 2:18-19
    მიმართეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა სასწაულს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.
  7. 1 კორინთელთა 1:22
    რადგან იუდეველნი სასწაულებს ითხოვენ და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
  8. ეკლესიასტე 1:8
    ყოველი საქმე მომქანცველია, უფრო მეტად, ვიდრე სიტყვას ძალუძს ამის გამოთქმა; თვალი ვერასდროს ძღება ხილვით, და ვერც ყური ივსება სმენით.
  9. იოანეს 6:2
    დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე.
  10. 1 პეტრეს 1:12
    რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ ციდან მოვლინებული წმიდა სულით თქვენს მახარებელთაგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
  11. იგავნი 27:20
    როგორც შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება, ისე – კაცის თვალი.

← ყველა თემა „ც“-ზე